среда, 29 ноября 2017 г.

მეექვსე დღე

მეექვსე მეცადინეობაზე მოსწავლეებმა "გონებრივი იერიშის " გამოყენებით დაასახელეს საგნები, შემდეგ კი მათ მიერ დასახელებული საგნები დააჯგუფეს სულიერ და უსულო საგნებად და შეავსეს ცხრილი ბუკში. ბოლოს კი წაიკითხეს ტექსტი "დილის სურათი" და შეასრულეს დამოუკიდებელი სამუშაო:


.

вторник, 21 ноября 2017 г.

მეხუთე დღე

მეხუთე დღეს მოსწავლეებმა დაათვალიერეს სურათები, დაასახელეს მათზე წარმოდგენილი საგნები და მიუწერეს სახელები. წაიკითხეს ლექსი"ტყე", კითხვისას ფერადი ფანქრით ხაზი გაუსვეს იმ სიტყვებს ,რომლებიც აღნიშნავდა საგანს და გამოიტანეს დასკვნა, რომ ჩვენს ირგვლივ უამრავი საგანია. ყოველ საგანს თავისი სახელი აქვს.





среда, 15 ноября 2017 г.

მეოთხე დღე

საწრეო მუშაობის მეოთხე დღეს მოსწავლეებმა მარცვლებისაგან შეადგინეს "მარცვალთა მძივი" და ჯგუფებში ივარჯიშეს ხმამაღლა და სწრაფად კითხვაში, შემდეგ მარცვლებისაგან ააწყვეს რაც შეიძლებოდა მეტი სიტყვა.
შემდგომ ეტაპზე მათ მივაწოდე სიტყვები, რომლებიც თავად დაყვეს გადასატანდ და წარმოადგინეს სიტყვის დაგატანის ყველა შეაძლო ვარიანტი. ივარჯიშეს სხვადასხვა სიტყვების გადასატანად დაყოფაზე.




понедельник, 6 ноября 2017 г.

მესამე დღე

საწრეო მუშაობის მესამე დღე დავიწყეთ მიზნის გაცნობით. მოსწავლეებმა ჩემს მიერ მიწოდებული ბარათებიდან ამოარჩიეს ის ბარათები რომლებზედაც მარცვლები ეწერა. ახსნეს რატომ ამოარჩიეს ეს ბარათები და რით განსხავდებოდა მათ მიერ ამორჩეული ბარათები სხვებისაგან. არჩეული ბარათებით ააწყვეს "მარცვლის მატარებელი" და წაიკითხეს ხმამაღლა. შემდგომ ეტაპზე თავად შეადგინეს მარცვლები: ხმოვნისაგან, ხმოვნისა და თანხმოვნისაგან, ხმოვნისა და თანხმოვნებისაგან და გამოიტანეს დასკვნა რომ მარცვალი შეიძლება იყოს ცალკე მდგომი ხმოვანი, ხმოვანისა და თანხმოვნის ან ხმოვნისა და თანხმოვნების ჯგუფი. შეასრულეს პრაქტიკული სავარჯიშოები.