понедельник, 25 декабря 2017 г.

მეათე დღე

მეათე მეცადინეობაზე მოსწავლეებმა შეძლეს მიღებული ცოდნის წარმოჩენა . იმუშავეს ტესტზე ბუკში.


понедельник, 18 декабря 2017 г.

მეცხრე დღე

საწრეო მუშაობის მეცხრე დღეს მოსწავლეებმა დასახელებული საგნები დაალაგეს ერთის და ბევრის მიხედვით. დაკვირვების საფუძველზე გამოიტანეს დასკვნა , რომ ერთი საგანი აღნიშნავს მხოლობით რიცხვს, ხოლო ბევრი მრავლობით რიცხვს. ბარათებზე შეავსეს გამოტოვებული ადგილები. გაარკვიეს სად უნდა ყოფილიყო საგანი მხოლობით რიცხვში და სად მრავლობითში.



вторник, 12 декабря 2017 г.

მერვე დღე

მერვე მეცადინეობაზე მოსწავლეებმა აქტივობით "ყველაზე ყურადღებიანი" შეძლეს მითითებულ საგნებზე კითხვის სწორად დასმა. იმუშავეს ბარათებზე, ჩასვეს გამოტოვებული სიტყვები, იმუშავეს ბუკში.







понедельник, 4 декабря 2017 г.

მეშვიდე დღე

მეშვიდე მეცადინეობაზე მოსწავლეებმა დაასახელეს სხვადასხვა საგნები. მათ მიერ დასახელებული საგნები ჩამოწერეს ფლიფჩარტზე და შეაერთეს კითხვებთან ვი? და რა? შემდეგ კი გამოთქვეს აზრი დაეჯგუფებინათ ვინ და რა ჯგუფის მიხედვით, დააჯგუფეს და შეავსეს ცხრილი: