четверг, 19 октября 2017 г.

საწრეო მუშაობის პროგრამა

საწრეო მუშაობა
წრის დასახელება: „ენა დედაა ერისა“
წრის ხელმძღვანელი: ნანა აბულაძე
მიზნობრივი ჯგუფი: ქ.ტყიბულის №1 საჯარო სკოლის II -ა  კლასის მოსწავლეები
წრის მიზანი:  მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ე.ს.გ.-ს მოთხოვნების მიხედვით
·         თავისუფლად ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს.
·         დამარცვლით კითხულობს უცნობ სიტყვებს.
·         ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებისგან შედგენილ მცირე ზომის ტექსტს. ცდილობს დაიცვას პაუზა სასვენ ნიშნებთან.
·         ადარებს და კითხვის დასმის საშუალებით აჯგუფებს სიტყვებს.
·         წერს კარნახით.
·         კითხულობს საკუთარ ნაწერს ხმამაღლა და ასწორებს შემჩნეულ შეცდომებს.
მოკლე მიმოხილვა:  წრის მუშაობა ხელს შეუწყობს გაკვეთილზე მიღებული გრამატიკული საკითხების  ცოდნის   გაღრმავება-განმტკიცებას, რაც მოსწავლეებს დაეხმარება  ზეპირი და წერითი მეტყველების კულტურის დახვეწასა  და სხარტი აზროვნების  ჩვევის  ჩამოყალიბებაში.
წრის ხანგრძლივობა:  2017-18 სასწავლო წრის პირველი სემესტრი.  10 შეხვედრა. თითო შეხვედრის ხანგრძლივობა ერთი აკადემიური საათი.







წრის სამუშაო პროგრამა
თვე და რიცხვი
თემა

აქტივობა
მიზანი
რესურსი
1
23.10
შეხვედრა წრის წევრებთან.
სამუშაო თემატიკის გაცნობა.
ბგერა და ასო
·         მინი ლექცია.
·         პოსტერი „ყველაფერი ჩემ შესახებ“
·         ნ. შარაშენიძის „გაუტული თუ გაუტული“
სამუშაო ფორმატის გაცნობა.
კეთილგანწყობილი ურთიერთობის დამყარება.
ასო-ბგერის მნიშვნელობის განსაზღვრა.
ფორმატი, მარკერი, ფერადი ფანქრები,
ბუკი.
2
30.10
მსგავსება-განსხვავება ასო-ბგერებს შორის
·         „შეცდომების ამოცნობა“
·         სიტყვის დაშლა ბგერებად
·         ბგერის გაერთიანება სიტყვებად
·         „დავეხმაროთ ბურატინოს“
ამოიცნობენ შეცდომით დაწერილ ასო-ბგერას.
შეძლებენ სიტყვის დაშლას ბგერებად და ბგერებისაგან სიტყვის შედგენას.
შეასრულებენ პრაქტიკულ სავარჯიშოებს
წინასწარ გამზადებული ფორმატი.
ფურცლები, საწერ -კალამი
3
6.11
რომელია მარცვალი
·         „მარცვლის მატარებელი“
·         ასო-ბგერებისაგან მარცვლების შედგენა.
·         პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულება
შეძლებენ მარცვლის ამოცნობას და ასო-ბგერებისაგან თავად შეადგენენ მარცვალს
ბარათები,
რვეული, საწერ-კალამი,
დაფა, ცარცი
4
13.11
სიტყვის დამარცვლა და გადატანა
·         „მარცვალთა მძივი“
·         შემიძლია სიტყვის დამარცვლა.
·         ვყოფ სიტყვებს გადასატანად
·         პრაქტიკული სავარჯიშოები
შეძლებენ სიტყვების დამარცვლას გადასატანად
ბარათები მარცვლებით,
რვეული, საწერ-კალამი, ფურცლები
5
20.11
სიტყვა- საგნის სახელი
·         შემიძლია საგნების ამოცნობა
·         მონიშვნებით კითხვა
·         პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულება
სურათზე ამოიცნობენ საგნებს და მიუწერენ სახელს.
შეძლებენ აზრის გამოთქმას და დასკვნის გამოტანას
სურათები სხვადასხვა საგნის გამოსახულებით,სახელმძღვანელო
ფურცლები, საწერ კალამი, ფორმატი, მარკერი,
ლექსი „ტყე“
6
27.11
სულიერი და უსულო საგნის სახელები
·         „გონებრივი იერიში“
·         შევავსოთ ცხრილი
·         დამოუკიდებელი სამუშაო
დაასახელებენ და დააჯგუფებენ საგნებს , შეავსებენ ცხრილს, შეასრულებენ დამოუკიდებელ სამუშაოს
დაფა, ცარცი, ფორმატი, მარკერი, რვეული, საწერ-კალამი, ტექსტი „დილის სურათი“
7
4.12
ვინ და რა ჯგუფის სახელები
·         ბარათებით მუშაობა
·         აზრობრივი რუკა
·         პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულება
ამოიცნობენ და დააჯგუფებენ საგნებს ვინ და რა ჯგუფის მიხედვით, შეასრულებენ პრაქტიკულ სავარჯიშოებს
ბარათები გამოტოვებული სიტყვებით,
ფლიფჩარტი, მარკერები,
რვეული, საწერ-კალამი
8
411.12
კითხვის დასმა საგნის აღმნიშვნელ სახელზე
·         „ყველაზე ყურადღებიანი“
·         ბარათებზე მუშაობა
·         ცხრილის შევსება
·         დამოუკიდებელი სამუშაო
შეძლებენ ყურადღების კონცენტრირებას, შეძლებენ შეკითხვის სწორად დასმას.
ბარათები სხვადასხვა გამოსახულებით,
ფლიფჩარტი, მარკერები, რვეული საწერ-კალამი
9
18.12
საგნის რიცხვი
·         „ერთი და ბევრი“
·         გამოტოვებული ადგილების შევსება
·         დამოუკიდებელი სამუშაო
შეძლებენ საგნის მხოლობითი და მრავლობითი რიცხვის წარმოებას
ბუკი, დაფა, ცარცი, საწერ-კალამი, რვეული
10
25.12
შემაჯამებელი ტესტი
ტესტზე მუშაობა
შეძლებენ მიღებული ცოდნის წარმოჩენას
ტესტი,საწერ-კალამი





სკოლის დირექტორი:                     /ვ. ქენქაძე/
                                                   19.10.2017წ.


Комментариев нет:

Отправить комментарий